12, ივლისი 2019 17:26:00
საქართველოს ევროპული გზა- ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღე მიმდინარეობს. დღეს დელეგატებმა ურთიერთკავშირების შესახებ იმსჯელეს. ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის “ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით სამოქმედო გეგმა წარადგინა , რაც რეგიონში სატრანსპორტო სექტორის რეფორმების ხელშეწყობას და გზებზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას გულისხმობს. მომდევნო სესია კი განათლებაზე საუბარს დაეთმო. კონფერენცია დღეს დასრულდება