15, ივლისი 2019 17:06:00
„აჩუქე სითბო“ ასე ქვია სოციალურ კამპანიას , რომელიც ბათუმში „წითელი ჯვრის“ ორგანიზებით დაიწყო. აქციის მიზანია საზოგადოებამ გაიცნოს მარტოხელა ადამიანების ყოველდღიურობა და საკუთარი წვლილი შეიტანონ მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში. „მარტოობას აქვს გამსოავალი“-ეს კამპანიის სლოგანია. პროექტის ფარგლებში 18 ივლისს ბათუმის ბულვარში სპეციალური კუთხე მოწყობა, სადაც მარტოხელა ბენეფიციარების ჩანაწერები იქნება წარმოდგენილი. აქციის ფარგლებში შემოწირული თანხა, ბათუმის სოციალური ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებს მოხმარდება.