23, ივლისი 2019 17:18:00
108 საჯარო სკოლა წელს პირველკლასელის გარეშე დარჩა.რეგიონებს შორის ამ კუთხით ლიდერობს მაღალმთიანი აჭარა შუახევის მუნიციპალიტეტის 10 , ქედის 1 , ხულოს მუნიციპალიტეტის 8 და ხელვაჩაურის 11 საჯარო სკოლაში , 2019-20 სასწავლო წლისათვის არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. პირველკლასელების გარეშე დარჩა ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლა, ამბროლაურის – 6 საჯარო სკოლა. დუშეთის – 7 საჯარო სკოლა; სამცხე-ჯავახეთის 10 საჯარო სკოლა. გაცილებით დიდია ისეთი სკოლების რიცხვი, სადაც წელს მხოლოდ 1-დან 10-მდე პირველკლასელი იქნება. არსანიშნავია ისიც, რომ საჯარო სკოლებში დოკუმენტაციის დროულად წარუდგენლობის გამო, მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ, რეგისტრაცია 1371 ბავშვს გაუუქმდა, აქედან 982-მა განმეორებითი რეგისტრაცია გაიარა.