30, ივლისი 2019 20:40:00
ტურისტული ქალაქი საპირფარეშოების სიმცირის ზღვარზე. დისკომფორტი ვიზიტორებთან ერთად ადგილობრივებსაც ექმნებათ. უკმაყოფილებას აფიქსირებენ გიდებიც, რომლებსაც პრეტენზიებით სტუმრები მიმართავენ. ბათუმის მერია საკითხის გადაჭრას ვერ ახერხებს. წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა დღესაც აქტუალურია.
საპირფარეშების მცირე რაოდენობა, ტურისტული ობიექტებიდან სიშორე , დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები - ეს ის პრობლემებია, რაზეც ყურადღებს ბათუმში ჩამოსული ვიზიტორები ამახვილებენ.
ქალაქში სველი წერტილების ნაკლებობაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. რაოდენობასთან ერთად მათ პრეტენზიები ჰიგიენის ნორმების დარღვევასა და მაღალ ფასებზეც აქვთ.
სალომე გორგილაძე 18 წელია გიდად მუშაობს. ამბობს რომ ამ ხნის განმავლობაში ტურისტულ ქალაქში არსებული მდგომარეობა არ შეცვლილა.
პრობლემას კარგად იცნობენ ტურიზმის ექსპერტები. თეიმურაზ დიასამიძე მიიჩნევს, რომ ჰიგიენის ოთახის განთავსება განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლშია აუცილებელი.
ქალაქში სველი წერტილების განსათავსებლად ტენდერებს ბათუმის მერია აცხადებს. რატომ ვერ მოგვარდა ჰიგიენის ოთახების სიმცირის პრობლემა ტურისტულ ქალაქში წლების განმავლობაში? უწყებაში დღეს სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, პირად საუბარში კი განმარტეს, რომ საპირფარეშოს ლუკა ასათიანის ქუჩაზე განათავსებენ, თუმცა როდის? პასუხი თვითმმართველობას არც ამ კითხვაზე აღმოაჩნდა.