31, ივლისი 2019 17:14:00
ბათუმში სამი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით დაჭრილები საქარველოს მოქალაქეები არ არიან. ახალგაზრდებს ჭრილობები სავარაუდოდ დანით აქვთ მიყენებული. შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ინფორმაციით 2 მათგანი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერილია, ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას აგრძელებს. საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.