01, აგვისტო 2019 19:45:00
ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე 14 წლის მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სასწრაფოს ინფორმაციით, გოგონას ფეხი აქვს დაშავებული და თავის ტკივილები აწუხებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.