02, აგვისტო 2019 12:29:00
- 3-4 აგვისტოს, 12:00 საათზე კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება.
- ღონისძიების ფარგლებში 3 აგვისტოს 19:00 საათზე ბენდი „ორიონის“ კონცერტია დაგეგმილი.
- შუამთობის მთავარი ღონისძიება 4 აგვისტოს 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ზუსტად არავინ იცის, როდის ჩატარდა პირველად „შუამთობა“ აჭარის მაღალმთიანეთში, თუმცა კარგად არის ცნობილი, რომ დღესასწაული არა მარტო მთიანი აჭარის მოსახლეობისთვის, არამედ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის ყველა მცხოვრებისთვის საერთოა.
ღონისძიების გეგმა სრულად შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე