05, აგვისტო 2019 11:40:00
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 25 წლის კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს.
რაც შეეხება 25 წლის ბიჭს, რომელიც ფეხის არეში დაჭრილი იყო, მან სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.
ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა. დაჭრას წინ ქართველებსა და არაბ ტურისტებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.