05, აგვისტო 2019 14:34:00
მახინჯაურში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, 29 წლის ადგილობრივი გადაარჩინეს. კაცი ზღვაში, 3 ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, რა დროსაც მოქალაქემ დაინახა და სანაპირო ზოლზე მყოფ სამაშველო დანაყოფს მიმართა.
გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. მაშველებმა ახალგაზრდა სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს.
ტექნოლოგიური სიახლე, მაშველი დრონი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, წელს, 2019 წლის საზღვაო სეზონზე დანერგა. მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისთვის და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება.