05, აგვისტო 2019 21:05:00
ძლიერი წვიმის შედეგად ჯავახიშვილის #7 სავაჭრო ობიექტები დაიტბორა. მოსახლეობის თქმით მაღაზიებში წვიმის წყალი, ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ჩავიდა. მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთვევაში სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. ტერიტორიაზე ინსფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.