08, აგვისტო 2019 21:20:00
ქობულეთში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 5 გმირისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა აღიმართა. ამირან შაინიძის, ომარ ასლანიძის, ვაჟა შაინიძის, გიორგი შაინიძისა და გიორგი ქათამაძის პატივსაცემად გაკეთებული მემორიალი, სოფელ ცეცხლაურში, ქველმოქმედების შედეგად განთავსდა. ინიციატივა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ეკუთვნით. მემორიალთან დღეს მთავრობის წევრებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა.