09, აგვისტო 2019 21:10:00
„ზღვა ყველასია“- სლოგანით დღეს ბათუმში კიდევ ერთი პროექტი ამოქმედდა. ქალაქში ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. დღეიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ცურვას მათ საჭირობებეზე მორგებული ტივტივებით შეძლებენ.
თეა კაკაბაძე პირველია, ვინც დღეს შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტივტივით ისარგებლა და ზღვაში შევიდა. ამბობს რომ ამ სიამოვნებას აქამდე მხოლოდ მეგობრების დახმარებით ღებულობდა.
„ზღვა ყველასია“, ეს იმ პრექტის სლოგანია, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება. ეტლით მოსარგებლე პირებისთვის, ბათუმის ბულვარმა ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივ სწორედ ამ პროქესი ფარგელბში შეიძინა. სერვისი შშმ პირებისთვის უფასო იქნება. მის მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კი სანაპიროზე, სპეციალურ ბანერზეა გათავსებული.
ადაპტირებული პლაჟი, რომელიც ბათუმში ,,ძველი გემის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. პლაჟზე განთავსებული ინფრასტრუქტურა ეტლით მოსარგებლეების საჭიროებებზეა მორგებული.
აქვე არის სპეციალური ადაპტირებული ბილიკი, საშხაპეები და საპირფარეშოები. სველი წერტილები აღჭურვილია თანამედროვე თვითმწმენდი ტექნოლოგიებით.
ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობის პროექტის ღირებულება თითქმის 70 თასი ლარია შეადგინა. ადაპტირებულ ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნის მიზნით მუშაობას “ბათუმის ბულვარი“ მომავალშიც გეგმავს.