12, აგვისტო 2019 21:10:00
შპს „ ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან საგზაო ნიშნები და კუთვნილი ავტომობილები მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან არ გააჩერონ. მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ევაკუატორით 10-ზე მეტი ავტომობილის გაყვანა ხდება. არასწორად გაჩერებების გამო , ავტობუსები ბორდიულთან ახლოს მისვლას ვერ ახერხებენ, ასევე იქმნება საცობები და ავარიული სიტუაციები.