13, აგვისტო 2019 21:00:00
კაცს, რომელიც თავისი ოთხფეხა მეგობრის დასახამარებლად შტორმში შევიდა და დაიღუპა, ცხოველის თანადგომისთვის შესაძლოა მემორიალი დაუდგან. სიყვარულის და თავგანწირვის მემორიალი ქობულეთში განთავსდება. ინიციატივა საზოგადოებაში უკვე არსებობს. ჰუმანური გმირი ავთანდილ ცხვედიანი გახლდათ
ბასტი და ჯესი. ეს იმ კაცის ოთხფეხა მეგობარებია, რომელიც 5 აგვისტოს, მათ გადასარჩენად შტორმის დროს ზღვაში შევიდა და დაიღუპა. ამ ადამიანის მხრიდან ცხოველისადმი თანადგომის და დახმარების უპრეცედენტო შემთხვევაზე, დღეს ყველა საუბრობს.
ცხოველებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი,51 წლის ავთანდილ ცხვედიანი გახლდათ. შემთხვევა ქობულეთში მდინარე კინტრიშსა და ზღვის შესართავთან მოხდა. ბასტი და ჯესი მას შემდეგ ამ ადგილს ყოველდღე სტუმრობენ.
ავთანდილს საკუთარი შვილები არ ჰყავდა. თუმცა ოთხფეხა მეგობრები მისთვის ყველაფერი იყვნენ. საკუთართან ერთად ის თავშესაფრის გარეშე დარჩენილ სხვა ცხოველებსაც უვლიდა და ზრუნავდა.
სიყვარულის და თავგანწირვის პროეტის ფარგლებში შესაძლოა ქობულეთში ოთხფეხა მეგობრის გადასარჩენად დაღუპულის მემორიალი დაიდგას. ამის შესახებ ინიციატივა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ჰუმანური გმირი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალის დამზადებაში მზაობა უკვე გამოთქვა ცნობილმა მოქანდაკემ ირაკლი ჟვანიამაც.