ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. პროექტი პირველად ხორციელდება და მასში მსოფლიოში ცნობილი წამყვანი თეატრალური დასები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი 7-დან 20 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, რომლის მიზანი რეგიონში კულტურული ცხოვრების გააქტიურებაა.სპექტაკლები ახლადრეაბილიტირებულ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული თეატრში გაიმართება. ფესტივალის ბიუჯეტი დაახლოებით 700 ათასი ლარია.