15, აგვისტო 2019 20:50:00
2018 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 35.5 პროცენტით ნაკლებია, - მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. გასულ წელს ეს რიცხვი 1 265 200 000 აშშ დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი - 1 962 600 000 მლნ აშშ დოლარი. უწყების ხელმძღვანელი შემცირების რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს, მათ შორის: მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და ა.შ