30, დეკემბერი 2016 13:03:00
მეციტრუსე ფერმერები სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოთხი სხვადასხვა სოფლის დაზღვეული მოსახლეობა კომპანიის ოფისთან შეიკრიბა. ამბობენ, რომ 3 ნოემბრის სეტყვის შედეგად დაზიანებული მოსავლის ანაზღაურებას ამ დრომდე ელოდებიან. მათი თქმით, აქ ასეთი 300 ოჯახია.
აქციის მონაწილეთა ცნობით, 87 000 ლარი სადაზღვევო კომპანია „არდს“ სახელმწიფომ, 57 000 ლარი კი თავად გადაუხადეს, თუმცა ნდობა არ გაუმართლდათ და დაზღვევისთვის გადახდილი თანხაც დაკარგეს.
გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეები „არდი“-ს პოლიტიკით არიან უკმაყოფილონი, ამბობენ, რომ ფერმერები აბუჩად აიგდეს. როდესაც სეტყვა მოსავალს აზიანებდა, მათგან შესულ ზარებს აგრესიით პასუხობდნენ.
კომპანია „არდის“ ოფისი სწორედ მაშინ დაკეტეს, როცა ადგილზე გადამღები ჯგუფი და განაწყენებული ფერმერები შეიკრიბენენ. 5-ის სამუშაოს შეწყვტის გადაწყვეტილება მენეჯერმა მოახლოებული ახალი წლის ფონზე მოკლე სამუშაო დღით ახსნა. აღნიშნა, რომ კომპეტენტური არ არის და კონკრეტულ კითხვებზე პასუხებისთვის პრეს-სამსახურთან გადაგვამისამართა, თუმცა ისე, რომ გიორგი ესაძემ საკონტაქტო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ზარებს არც ცხელ ხაზზე უპასუხეს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზღვეველსა და დაზღვეულებს შორის არსებულ პორბლემების შესახებ ინფორმირებული არიან და მხარეებს რეკომენდაციებიც მისცეს, თუმცა იმის გამო, რომ მიყენებული ზარალის მასშტაბების განსაზღვრა სამინიტროს კომპეტენცია არ არის, მინიტრის მოადგილე ფიქრობს, რომ საკითხი სამართლებრივად უნდა მოაგვარონ.
თუ საჯარო გამოსვლას შედეგი არ მოყვება, „არდი“-საგან განაწყენებული ბენეფიციარები 6 იანვარს მასშტაბურ აქციას უკვე აჭარის მთავრობის სახლთან აანონსებენ.