21, აგვისტო 2019 20:16:00
განვითარებული მოვლენების ირგვლივ დღეს ათმა მსხვილმა არასამთავრობო ორგანზიაციამ ერთობვლივი განცხადება გაავრცელა. რა შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ მესამე სექტორში და როგორ აფასებენ მიმდინარე პროცესებს, დეტალებით სულხან მესხიძე შემოგვაერთდება.
ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი2 საქმეს ერთობლივი წერილით ეხმაურებიან. მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში. ასევე, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფლად მუშაობდნენ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები.
განცხადება გაავრცელა ათმა მსხვილმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც, რომლებიც დედაქალაქში საქმიანობენ. მათ მიაჩნიათ, რომ მაუწეყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე და უარყოფით იმოქმედებს, როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზეც.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ასევე, ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება შეეცდება მაუწყებელი მკვეთრად სახელისუფლები არხად არ აქციოს, თუმცა სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება. გარდა ამისა შეიზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავსიუფლებაც.
არასამთავრობოების ნაწილში მიაჩნიათ, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გავლენას სხვა დამოუკიდებელ არხებზე იქონიებს და შესაძლოა რუსთავი 2-ის შემდეგ ხელისუფლების სამიზნე მცირე კიტიკული მაუწყებლები აღმოჩნდეს.
ცნობისთვის. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი, რომელმაც ახალი ტელევიზიის შექმნა დაანონსა, არხის მოქმედ თანამშრომლებს სამუშაოდ იწვევს. ნიკა გვარამის თქმით, ხელშეკრულებების გაფორმება ორშაბათიდან დაიწყება. „მთავარი არხი“ სავარაუდოდ, რუსთავი ორის ყოფილი სახეებით დაკომპლექტდება.