26, აგვისტო 2019 09:51:00
გუშინ, გვიან ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა ქვეითს დაეჯახა. მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
35 წლამდე ბიჭი ადგილობრივია. "TV 25"- ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება, რომ მძღოლი, რომელიც ახალგაზრდას დაეჯახა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.