11, სექტემბერი 2019 15:18:00
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი ახალგაზრდა ვირტუოზების გალა კონცერტით დასრულდა. მუსიკოსებმა დრამატულ თეატრში მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს. მათი ნაწილი საერთაშორისო პროგრამებსა და კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის, ერთ-ერთი, მთავარი აქცენტი, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა, რაშიც „თი ბი სი ჯგუფის“ აქტიურადაა ჩართული.
კლასიკური მუსიკის საღამოები 12 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მასში, მსოფლიოს არაერთი ცნობილი შემსრულებელი მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა. მოეწყო ახალგაზრდული Art-ბანაკი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 300-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი, ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის, საქველმოქმედო ფონდმა „ლირამ“, „თი ბი სი ჯგუფის“ მხარდაჭერით განახორციელა.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელიც UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით მიმდინარეობდა.