16, სექტემბერი 2019 21:10:00
ახალი სასწავლო წელი სოფელ ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და განახლებული სკოლა დაათვალიერა. სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლაში სულ 200 მოსწავლე ირიცხება.