19, აპრილი 2017 20:03:00
„არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ - კამპანიის ფარგლებში დღეს საგზაო უსაფრთხოებასა და ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებსა და ქმედებებზე პრეზენტაცია გაიმართა. მონაწილეებისთვის ავტოსაგზაო წესების დამცველი და წესების დამრღვევი მძღოლების ქალაქში მოძრაობის იმიტირებული ჩვენება მოეწყო. პრეზენტაციაზე ახალგაზრდებს ასევე გააცნეს საგზაო ტერმინოლოგია, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სამართალდარღვევების შემთხვევები, ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკა და ავტოსაგზაო შემთხვევათა ფოტო-ვიდეო მასალა. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოსწავლეები მოამზადებენ თავისუფალ თემებსა და ესეებს საგზაო მოძრაობების შესახებ. საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის კამპანიას „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ საქართველოს პროკურატურა ახორციელებს.