30, სექტემბერი 2019 17:25:00
ბათუმის მერია მუსლიმებს დისკრიმინაციულად მოეპყრო. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოცხადა. ჯუმბერ ბეჟანიძემ თემის მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ორწლიანი დავის დეტალებზე სიუჟეტს ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვნახავთ
ბათუმის მერია მუსლიმებს დისკრიმინაციულად მოეპყრო. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოცხადა. ჯუმბერ ბეჟანიძემ თემის მოთხოვნები ნაწილობირივ დააკმაყოფილა. ორწლიანი დავის დეტალებზე სიუჟეტს ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში ვნახავთ
თითქმის ორწლიანი დავის შემდგომ მოსამართლემ ბათუმში, მეჩეთის მშენებლობის საკითხზე, მერიის მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომა დაადგინა. ჯუმბერ ბეჟანიძემ ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ტერიტორია, სადაც მუსლიმები ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვენ, მიმდებარედ, შვიდი მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობაა განთავსებული, მათ შორის სამი, ბათუმის მერიის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულმა ორგანომ ფონდს უარი ქალაქგანვითარების ინტერესებიდან გამომდინარე უთხრა. სწორედ აქ ხედავს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე მერიის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტს.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, მოსამართლემ, მერიას მეჩეთის ასაშენებლად ნებართვის გაცემა არ დაავალა. ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის პირველი სტადიისთვის საჭირო აქტის ხელახლა შეისწავლა დაავალა. ამ გადაწყვეტიელბაში კი მოსარჩელე მხარის ინტერესების დამცველები, უზენაესი სასამართლოს საქმიანობის პრაქტიკასთან წინააღმდეგობას ხედავენ.
გადაწყვეტილებით კმაყოფილია მოსარჩელე მხარე. ,,ბათუმში, ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდგომ, თვითმართველობა მშენებლობის ნებართვას გასცემს.
ბათუმის მერისთვის გაუგებარია რის საფუძველზე დაადგინა მოსამართლემ დისკრიმინაციული მიდგომა. ლაშა კომახიძის განცხადებით, გადაწყვეტილებას ამ მანაწილში გაასაჩივრებენ.
ბათუმის მერიამ მუსლიმ თემს, ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი, 2017 წლის 5 მაისს უთხრა. ამის შემდგომ კი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2018 წლის 10 ივნისს მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.