30, სექტემბერი 2019 20:40:00
ოცნების ქალაქში მცხოვრებლებისთვის დაანონსებული მშენებლობის პროექტირება დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართლებით კი მიმდინარე წელს 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს გზავნილები დღეს რეგიონის პირველმა პირმა მთავრობის სხდომაზე გაახმოხვანა.
ნაზიბროლა ქობულაძე შემოგვიერთდება ახლა სხდომის დეტალებით.
„ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ და ჩვენვე მივიყვანთ ბოლომდე- ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ,,ოცნების ქალაქში“ მიმდინარე პროცესებს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უპრეცენდენტო გადაწყვტიელბა მიიღო. მისივე თქმით, პროექტირება უკვე დასრულებულია.
თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზეც გაამახვილა. მისი მტკიცებით, მთავრობა ცდილობს, რომ აჭარის ტერიტორიაზე მდებარე ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია ჩაატაროს. აღნიშნული მიმართულებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამას ფონდი ,,ქართუდან“ მიღებული სამი მილიონი ლარიც ემატება და საერთო ჯამში ასზე მეტი ძეგლის აღდგენა-რესტავრაცია მოხდება.
მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ბათუმის ბულვარზეც. პირველად ზღვისპირა პარკს განაშენიანების რეგულირების გეგმა ექნება. დოკუმენტს ხელი რამდენიმე დღის წინ მოეწერა.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვა. სამუშაოებისთვის ას მილიონ ევროზე მეტი თანხის დახარჯვაა დაგეგმილი. ბათუმსა და სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებები განიხილეს.