02, ოქტომბერი 2019 13:40:00
ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძის შიდა გზების 1320 გრძ.მ. ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 755 555 ლარს შეადგენს.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 1320 გრძ.მ. საგზაო სამოსი: 20სმ. სიმაღლის ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი და 12 სმ. სიმაღლის ფრაქციული ღორღი (040), ერთი 10 გრძ.მ. მილხიდი და 51 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა.