09, ოქტომბერი 2019 16:30:00
ბათუმში ჩოლოყაშვილის ქუჩის, სულაბერიძიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. უკვე შეიცვალა გრუნტი, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და სანიაღვრე ჭები, დამონტაჟდა ბორდიურები და ფილები, დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა. ამ ეტაპზე მელიქიშვილიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.