09, ოქტომბერი 2019 20:45:00
როგორ ხარჯავენ ადგილობრივი თვითმმართველობები სარეზერვო ფონდების თანხებს? კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ფინანსების ხარჯვის პრაქტიკა შეისწავლა. გამოიკვეთა რომ ფონდების ბიუჯეტი ძირითადად სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოიყენეს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა რომ პრობლემურია ფონდების ეფექტიანი დაგეგმვა
კვლევის მიხედვით, სარეზერვო ფონდის ყველაზე მაღალი დანახარჯებით, მეორე ადგილს, ბათუმის მერია, დაახლოებით, მილიონ ოთხასი ათასი ლარით იკავებს. ბიუჯეტების შესწავლით ირკვევა, რომ სარეზერვო ფონდების დაგეგმვა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც გამოირჩევიან სარეზერვო ფონდების მაღალი დანახარჯებით, ხშირ შემთხვევაში თავდაპირველად გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდის მოცულობის გაზრდას ითხოვდნენ. ბათუმის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში კი, ეს თანხა 645 ათას ლარს შეადგენს.
ნათქვამია უწყების წერილობით განმარტებაში.
კვლევაში ნათქვამია, რომ ქობულეთის მერიამ სარეზერვო ფონდებიდან, მიზნობრიობის შესახებ, ინფორმაცია არ გაასაჯაროვა. მუნიციპალიტეტები, რომლებმაც არ გასცეს გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ქობულეთი დაახლოებით, ასი ათასი ლარით, მესამე ადგილზეა.
60 მუნიციპალიტეტს შორის, ხელვაჩაურის მერია, ხარჯვის მიხედვით, დაახლოებით ორას 55 ათასი ლარით, მერვე ადგილზეა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ერთჯერადი დახმარებების სახით გაიცა, თუმცა ვინ იყო ბენეფიციარი, რამდენ პირზე გადანაწილდა და რა იყო მსგავსი დახმარების გაცემის საფუძველი? არ დაკონკრეტდა.
მოქმედი კანონმდებლობა სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს არ მოიცავს. რაც, ორგანიზაციის შეფასებით, ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს ქმნის.
ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდებიდან, გასულ წელს, ხულოს მერიამ, დაახლოებით, 99 ათასი, შუახევის მუნიციპალიტეტმა 70 ათასი, ხოლო ქედის უწყებამ 62 ათასი ლარი