23, ოქტომბერი 2019 17:20:00
„აჭარის მთავრობა, ხალხის ფულს, არამიზნობრივად ხარჯავს.“ - ეს განცხადება „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ წარმომადგენლებმა, მთავრობის წინ გამართულ აქციაზე გააკეთეს. მოძრაობის წევრები, ამის მაგალითად, ცენტრალიზებული ადმინისტრაციული შენობის პროექტისთვის გადახდილ ნახევარ მილიონ ლარს ასახელებენ. ანრი გუბაევის თქმით, იმის გამო, რომ იდეა აღარ განხორციელდა ხალხის ფული ფუჭად გაიფლანგა. „ლიდერთა ინიციატივა“, რეგიონის ხელისუფლებას, საბიუჯეტო თანხების რაციონალური ხარჯვისთვის, პროცესებში, საზოგადოების მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს.