23, ოქტომბერი 2019 17:10:00
ამერიკულ სამხედრო ხომალდზე მედიატური მოეწყო. ჟურნალისტები გემის შესაძლებლობებს გაეცნენ. მედია საშუალებების წარმომადგენლებმა გემის სამართავი განყოფილება დაათვალიერეს. ნახეს გემბანზე განთავსებული საბრძოლო აღჭურვილობაც. ხომალდს სამხდრო მოქმედებში მონაწილეობა არ მიუღია. ის ძირითადად სამშვიდობო და სადაზვერვო მისიებს ასრულებს. ბორტზე 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, აქედან დაახლოებით 25 პროცენტი ქალია. ვიზიტის მიზანი აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაა. ეკიპაჟის წევრები ბათუმს გაეცნობიან. ხვალ კი, გემზე ოფიციალური მიღება გაიმართება. USS Porter შავი ზღვის ბათუმის აკვადორიაში მეორედ იმყოფება.