28, ოქტომბერი 2019 20:59:00
ემუქრება თუ არა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ადამიანებს თავისუფალი სიტყვის გამო? მუხრან ვახტანგაძეს ჯელალ ქიქავას შემდეგ მერაბ ღოღობერიძე ადანაშაულებს. მესამე სექტორის წარმომადგენელი ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ვახტანგაძემ მას სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. როგორ აფასებენ უმრავლესობაში თანაგუნდელის საქციელს ? ხატია გოგრაჭაძე გიამბობთ
მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის, მხრიდან სიტყვიერი შეირაცხყოფისა და მუქარის ადრესატი გახდა. იმ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც სიტყვის თავისუფლების მონაპოვარით აპელირებს, ღოღობერიძე თავს საფრთხის ქვეშ და დაუცველად გრძნობს.
მუხრან ვახტანგაძესთან წარსულში მსგავს ინცინდენტზე საუბრობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც. ჯელალ ქიქავას მტკიცებით, იმის გამო, რომ მან დეპუტატს ზონდერი უწოდა, „ქართული ოცნების“ წევრის დავალებით, ათამდე სპორტსმენი, ფიზიკურად გაუსწორდა.
თავად, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენთან კონტაქტზე უარს აცხადებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მუხრან ვახტანგაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. საზოგადოებას კი ბოდიში ფეისბუქის მეშვეობით მოუხადა:
უმრავლესობაში თანაგუნდელის საქციელს ნეგატიურად აფასებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატის მანდატი პრივილეგიას არავის აძლევს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 151-ე მუხლით დაიწყო.