რატომ იტბორება ბათუმი ყოველი გაწვიმებისას? გაუმართავი სანიაღვრე არხები, უხვი ნალექი თუ უხარისხოდ შესრულებული კეთილმოწყობითი სამუშაშოები? რატომ ვერ უმკლავდება ქალაქი მცირე წვიმასაც კი ? 2 დღის წინ წვიმის დროს წუყალმა შეაღწია საცხოვრებელ სახლებში. ცხელ ხაზზე 50-მდე ზარი შევიდა. მერიაში ამბობენ, რომ პრობლემას ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის დასრულება გადაჭრის.
უხვი ნალექის კვალი სელიმ ხიშიაშვილის ქუჩის 96 ნომერს ამ დრომდე ატყვია. შაბათს საღამოს, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტობარა მიმდებარე ტერიტრიებზე მდებარე სახლების პირველი სართული და სადარბაზოები.
დაახლოებით ერთ საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალი შევიდა მაღაზიებშიც.
დაიტობარა თევრათ გორგილაძის ქუჩაც. ადგილობრივები პრობლემას დასახლებაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშრებენ. აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც კანალიზაციის მილები გაიყვანეს, დალუქეს სანიაღვრე არხები.
აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან პრობლემას რეაგირება, ამ დრომდე არ მოჰყოლია.
ძლიერი წვიმა ბათუმში, 26 ოქტომბერს, გვიან ღამით დაიწყო, რასაც საცობები და ქუჩების დატბროვა მოჰყვა. წყალმა შეაღწია იმ მაღაზიებშიც, რომლებიც სარდაფში გახსნილი.
სტიქიის შედეგად, ბათუმის მერიის ცხელ ხაზზე 50-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. დატბორვის ძირითადი არეალი სელიმ ხიშიაშვილის, სულაბარეძის, თავდადებულის და სხვა მიმდებარე ტერიტორიები იყო. მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ ძირითადად წყალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში და სადარბაზოებში შევიდა. უწყებაში დატბორვას ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირებენ.
ზარალის მასშტაბს მერია უკვე სწავლობს. თვითმმართველ ორგანოში ჯამში 20-მდე განაცხადია შესული.