28, ოქტომბერი 2019 20:50:00
რას მოიაზრებს ნეიტრალიტეტი და რა საფრთხე შეიძება შეუმქნას მან საქართველოს? საკითხზე დღეს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში მსჯელობდნენ. რაში დაეხმარება ქვეყანას მიუმხრობლობის პოლიტიკა ? ნაზიბროლა ქობულაძე გიამბობთ
ნეიტრალიტეტი შესაძლოა იყოს სამართლებრივი ან პოლიტიკური პოზიცია. მუდმივი ნეიტრალიტეტი გულისხმობს, რომ სახელმწიფო ინარჩუნებს ნეიტრალურობას როგორც მშვიდობის, ისე ომის პერიოდში. სწორედ ნეიტრალიტეტის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით დღეს დისკუსია გაიმართა.
რას მოიაზრებს რეალურად „ნეიტრალიტეტი“ და რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მან საქართველოს? დისკუსიის ორგანიზატორი აღნიშნავს, რომ ამ კუთხით შეხვედრის გამართვის გადაწყვეტილება ,,პატრიოტთა ალიანსის“ მიერ რამდენიმე დღის გახმოვანებულმა კვლევის შედეგებმა მიაღებინა.
,,პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დისკუსიაში მონაწილეობისას აღნიშნა, რომ პარტია მიუმხრობლობას უჭერს მხარს, თუცა ისინი ევრო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არიან.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა შეხვედრაზე ისაუბრა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა, რომ მისი ნეიტრალურ სახელმწიფოდ ცნობა შესაძლებელი იყოს, განიხილა ნეიტრალიტეტის თანამედროვე აღქმა და დისკუსიის მონაწილეების კითხვებს უპასუხა.
დისკუსიათა ციკლი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ პროექტის ფარგლებში , ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ დაფინანსებით იმართება.