08, ნოემბერი 2019 17:53:00
კინოთეატრ „აპოლოში“ უსაფრთხოების ზომები დილიდან გამკაცრდა. ტერიტორიაზე ავტომობილების გაჩერებაც აიკრძალა. მობილიზებული არიან დაცვისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. საღამოს 10 საათზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ პრემიერაა დაგეგმილი, რასაც საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს. ულტრანაციონალისტური ჯგუფები ქვიარ თემატიკაზე შექმნილი კინოსეანსის ჩაშლით იმუქრებიან. მიაჩნიათ, რომ ფილმი გარყვნილების პროპაგანდას ემსახურება, რასაც ისინი არ დაუშვებენ. არ აკონკრეტებენ რა მეთოდით აპირებენ ჩვენების ჩაშლას, თუმცა ამტკიცებენ, რომ ძალადობას ადგილი არ ექნება. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას შესაძლო ინციდენტის შემთხვევაში? ორგანიზაცია „ქართული იდეის“ წარმომადგენელმა ვერ გვიპასუხა. შეგახსენებთ, ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" არის ქართულ-შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა.