08, ნოემბერი 2019 17:10:00
7 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.