17, იანვარი 2017 05:31:00
მუნიციპალური და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მაქსიმალურად მკაცრად გაკონტროლდებიან. დაიწყება საჯარიმო სანქციების გატარებაც - განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. შალვა ხუციშვილის განმარტებით, ქვეყნის მასშატაბით დამონტაჟებულმა ეგრეთ წოდებულმა „ჭკვიანმა კამერებმა“ აჩვენეს, რომ ყველაზე მეტად საგზაო მოძრაობის წესებს მუნიციპალური და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები არღვევენ. ხუციშვილი მიიჩნევს, რომ სისტემა ჯერ სრულად არ მუშაობს, თუმცა როგორც კი სისტემა სისრულეში მოვა, მკაცრი საჯარიმო პოლიტიკა ამოქმედდება. უწყება ჯარიმების ამოღებას მუნიციპალიტეტებთან ერთად მოახდენს. მტკიცებულიებისთვის კი მძღოლს წარდეგნინება ფოტომასალაც. განიხილება მეორე ვერსიაც, შესაძლოა ჯარიმა მერიამ გადაიხადოს, შემდეგ კი საკუთარი ბიუჯეტი მძღოლისაგან რეგრესის გზით თავად შეივსოს.