12, ნოემბერი 2019 17:33:00
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე. მან თურქეთიდან საქართველოში შემოიტანა თითქმის 66 ათას ლარზე მეტი ღირებულების ენერგეტიკული სასმელი და მოახდინა მისი რეალიზაცია აჭარაში. მიმდინარეობს გამოძიება. სასჯელი 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა.