13, ნოემბერი 2019 18:19:00
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკში ნეკეჩხლები დაირგო. 35 ათას 400 ლარის ღირებულების, 19 დასახელების, 45 ძირი მცენარე ნეკერჩხლების პარტერში განთავსდა. ობიექტის მშენებლობა-რესტავრაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. მოეწყო სალარო პუნქტი, ელექტრომობილის სადგომი, ახალი ბილიკები . სივრცეში განთავსდა ხის დეკორატიული სკამები. პროექტის ღირებულებამ 260 ათასი ლარი შეადგინა.