13, ნოემბერი 2019 20:45:00
მარტოხელა დედა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შვილს ზრდის. უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და გაჭირვება. შაქარაძეებს ყოველდღიურ პრობლემებთან ბრძოლა შიშველი ხელებით უწევთ. რატომ მოუხსნეს მათი სოციალური დახმარება და რატომ დატოვე მეზობლების დახმარების ამარა?
გონიოში, მცხოვრები შაქარაძეები სოციალურ დახმარებას წლებია ელოდებიან. უკიდურესად გაჭირვებულები თავს ერთდერთი პენსიით ირჩენენ. მარტოხელა დედას არც სამსახური გააჩნია , შვილი კი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ეპილეფსიითაა დაავადებული. ოჯახი სახელმწიფოს დახმარების იმედადაა. შაქარაძეებისთვის გაურკეველია რატომ მიანიჭა მათ სოციალურმა სააგენტომ მაღალი ქულები.
ყოველდღიურ პრობლემებს ისიც ემატება, რომ მარტოხელა დედის ჯანნმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. მკურნალობისთვის ქალს მედიკამენტები ესაჭიროება, რისი შეძენის შესაძლებლობა არ აქვს. ოჯახი თავს მეზობლების დახმარებით ირჩენს.
დედა შვილის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ მეზობლებიც. ამბობენ, რომ შაქარაძეების ყოფა აუტანელია. ისინი შესაბამის სახელმწიფო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
პრობლემის შესახებ იციან ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოში. აქ განმარტეს, რომ ოჯახს მაღალი სარეიტინგო ქულები უფიქსირდება. ვაჟა ფუტკარაძე ერთადერთ გამოსავალს განმეორებით შესწვალაში ხედავს, მანამდე კი ოჯახმა უწყებას განაცხადით უნდა მიმართოს.
შაქარაძეებს სოციალური დახმარება წლების წინ შეუწყდა.