15, ნოემბერი 2019 09:48:00
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელის პიკეტირება მოახდინა.პარტიის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. აცხადებენ, რომ შენობაში არც ერთ თანამშრომელს შეუშვებენ. პიკეტის ავტორები პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მთავრობის გადადგომასაც ითხოვენ.
„მოვახდენთ ყველა სახელმწიფო უწყების პიკეტირებას. მზად ვართ ყველაფრისთვის. თუ უნდათ, დაგვაპატიმრონ. თანამშრომლებს მოვუწოდებთ, 1000 ლარს ნუ შეწირავენ ქვეყნის მომავალს“, - აცხადებს რეზო ხარაზი.