20, ნოემბერი 2019 18:00:00
ნათია ზოიძე, შოთა გუჯაბიძე, ფირუზ ბოლქვაძე, დავით ჩხარტიშვილი და გოგა კოხრეიძე- ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორობისთვის იბრძვიან. მედიასაშუალების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფეისბუქზე პოსტს ავრცელებს და წერს, რომ კოხრეიძე სახელისუფლებო კანდიდატია. ზოიძე არ გამორიცხავს, რომ სწორედ მას ჩააბარონ მაუწყებლის მართვა. თავად კოხრეიძე ზოიძის მოსაზრებებს არ ეთანხმება. მრჩეველთა საბჭოში კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას კანონის ფარგლებში და კონკურსანტების მიერ წარდგენილი კონცეფციების მიხედვით მიიღებენ.