21, ნოემბერი 2019 20:35:00
შუახევის მუნიციპალიტეტში სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად, ყოფილი უნივერმაღის შენობის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო. სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დასრულდა, თუმცა შენობა ამ დრომდე უფუნქციოა. მუნიციპალიტეტის მერია კი ამის მიუხედავად ხელფასებს გასცემს უკვე აყვანილ თანამშრომლებზე, რომლებსაც მუშაობა ჯერ არ დაუწყია. ოპოზიცია ამტკიცებ,რომ ბიუჯეტის ფული იფლანგება.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის სერვისით დღემდე არავის უსარგებლია მერიამ თანამშრომლების ნაწილიც აიყვანა და ბიუჯეტიდან ხელფასსაც გასცემს. აქ ჯერ არ დაუნიშნავთ თერაპევტები, ამ მიმართულებით სპეციალისტების გადამზადებას კი ფრანგული ორგანიზაცია „იმედი ჰანდიკაპი“აპირებს. ამასთან ერთად, ცენტრს ბავშვების ტრანსპორტირებისთვის ადაპტირებული ავტობუსიც გადაეცემა.
თერაპევტები
შუახევის საკრებულოს წევრი, სოსლან ზოიძე მერიას მუშაობას უწუნებს და დასძენს, რომ თვითმართველობა ბიუჯეტიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.
რატომ ვერ გახსნა მერიამ ცენტრი დღემდე და რატომ გასცემს ხელფასებს თანამშრომლებზე თვითმართველობა, მაშინ, როდესაც სერვისით ბენეფიციარები ვერ სარგებლობენ? შუახევის მერის მოადგილე ასეთ განმარტებას აკეთებს:
20 ბავშვზე გათვლილი დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად 106 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯა.