17, იანვარი 2017 11:30:00
„საქართველოს ფისკალური პოლიტიკა და მისი თავსებადობა ევროკავშირის პრაქტიკასთან“ - თემაზე ბათუმში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ძირითადად მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზატორებმა საჯარო მოხელეებს საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის არსებული სისტემა და რეფორმები გააცნეს, აგრეთვე ესაუბრნენ მის შესაბამისობაზე ევროკავშირის სტანდარტებთან და დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებთან. აღინიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფომ დანერგოს და მკაცრად დაიცვას ფისკალური წესები, იზუნოს ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. საუბარია ოთხპუნქტიან სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პოტენციალის გაზრდაა. გამოითქვა შენიშვნებიც. არსამთავრობო სექტორმა ყურადღება დეცენტრალიზაციაზე გაამახვილა, თვად მუნციპალიტეტის წარმომადგენლემა კი მეტი კონკრეტიკა ითხოვეს.