26, ნოემბერი 2019 10:15:00
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "კვირის ინტერვიუში" ამბობს, რომ თამარ ჩუგოშვილს პოლიტიკაში კომპეტენტურად არ მიიჩნევს. აღნიშნული განცხადება წულუკიანმა გადაცემის წამყვანის კითხვის - იყო თუ არა თამარ ჩუგოშვილი მისი თანაგუნდელი და მიიჩნევს თუ არა მას კომპეტენტურად - პასუხად გააკეთა.
"გააჩნია, რაში… პოლიტიკაში მე მას კომპეტენტურად არ მივიჩნევ, იმიტომ, რომ პირველივე სირთულის შემდეგ თქვა, რომ მიდის. სად მიდიხარ, რამ გაგანაწყენა? რაში არის კომპეტენტური, გააჩნია", - თქვა წულუკიანმა.