26, ნოემბერი 2019 17:52:00
პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან ოთხი ადამიანი კლინიკებში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი უკვე გაეწერა – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთი მოქალაქე „ნიუ ჰოსპიტალსში“ იქნა მოთავსებული, ერთი „ამტელ ჰოსპიტალსში“, ხოლო ორი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. სამი მოქალაქე ამ დრომდე კლინიკებში რჩება. აქციის დაშლისას “მთავარი არხის” ჟურნალისტიც დაშავდა.