29, ნოემბერი 2019 11:42:00
რამდენიმე წუთის წინ გიგი უგულავა პოლიციამ დააკავა და მანქანაში ჩასვა. უცნობია, "ევროპული საქართველოს" ლიდერი დააკავეს, თუ სიტუაციას განარიდეს. დაკავების პარალელურად საჯარო ბიბლიოთეკაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მივიდა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. აქციაზე სიტუაცია დაძაბულია.