30, ნოემბერი 2019 00:39:00
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში. არსებული ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორი მანქანიდან იყო გადმოსული, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული პატრული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყარო: topnews.com.ge