02, დეკემბერი 2019 17:25:00
Geo GPS-მა სამონტაჟო სამუშაოები ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტზე ბათუმში, წარმატებით დაასრულა, რომლის ფარგლებშიც, 620 მიკროავტობუსი სრულად აღიჭურვა GPS-ის მონიტორინგის სისტემებით. მონიტორინგი მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიებისათვის, დროის დაზოგვისა და პროცესების მართვის ეფექტურ საშუალებას იძლევა. პროექტის განვითარების შემდეგ ეტაპზე, რუკაზე მიკროავტობუსების მარშრუტების წინასწარ დატანაა დაგეგმილი. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ბათუმი ობიექტურად იძენს „ჭკვიანი ქალაქის“ სტატუსს.