03, დეკემბერი 2019 13:10:00
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებული მეუღლეზე ძალადობდა, რის გამოც სიძესა და სიმამრს შორის ამ მოტივით უთანხმოება ხშირად იყო.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.