03, დეკემბერი 2019 18:20:00
დასაქმების შესაძლებლობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ახალგაზრდები მუშაობის დაწყებას ერთ ერთი ფრანგული ბრენდის სასტუმროში შეძლებენ. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა უკვე გაიმართა. ვაკანტური 40-მდე ადგილია და პერსონალი ძირითადად ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტდება.