03, დეკემბერი 2019 21:34:00
რამდენად სუფთაა წყალი, რომელსაც სკოლებში ბავშვები სვამენ? ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით კვლევები ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ წყალი ყველაზე დაბინძურებული აჭარაშია. ეს კი სხვადასხვა დაავადებას იწვევს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წყლის სანიტარული და ჰიგიენური პრობლემებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები კვლავ პრობლემად რჩება. პრობლემის მოსაგვარებლად, „იუესეიდი“ სოფლებში „წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტს“ ახორციელებს.
პროექტის შედეგად, აჭარის მასშტაბით, 20 სკოლაში წყლის სანიტარია და ჰიგიენური ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ვადა უკვე ამოიწურა, „იუსეიდი“ მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებას კვლავ აპირებს. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, პროექტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.
პროექტი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში განხორციელდა. პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ჰიგიენასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ტრეინინგები ჩაუტარდათ.
„იუესეიაიდი“„წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტს“, საქართველოში, 2015 წლიდან ახორციელებს.